“არ მგონია, ნანობდეს” – კირკიტაძე სარჯველაძეს პასუხობს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დავით კირკიტაძე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს და ამბობს, რომ სააკაშვილი დაბრუნებას არ ნანობს და ბედნიერია, ქართულ ჰაერს რომ სუნთქავს.

„ბოლოს როდესაც ვნახე მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ამბობდა, რომ ბედნიერია, რადგან თავისი ქვეყნის ჰაერს სუნთქავს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ კიდევ გაუარესდა, თუმცა, არ მგონია, რომ ნანობდეს. სამწუხაროდ და ჩვენი ხელისუფლების სამარცხვინოდ, დღეს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება შესაბამისი, მისი ჯანმრთელობისთვის ადეკვატური დახმარება. ეს არის ახლა მთავარი და მნიშვნელოვანი. აქციებს გამართავენ ადამიანები თუ სხვა სახის აქტივობებს, ყველაფერი მისასალმებელია“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სააკაშვილის გამოსვლებიდან გამომდინარე, ის ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნებას ნანობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები