ივანე ჩხაიძე: პანდემიის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია – კარგი იქნება, თუ მოსახლეობა დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარებას გააგრძელებს

“ვფიქრობთ, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის პანდემიის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ მოსახლეობა დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარებას გააგრძელებს.

„ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება ან მოხსნა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარეობს. ეპიდსიტუაციის გაუარესებას მოჰყვებოდა რეგულაციების გამკაცრება და პირიქით. ახლა შესაძლებლობა გვაქვს, ვისაუბროთ რეგულაციების შემსუბუქებაზე. თუ დღევანდელ რეალობას გავითვალისწინებთ, ქვეყანაში მხოლოდ ერთადერთი შეზღუდვა დარჩა, კერძოდ, ნიღბის ტარების ვალდებულება დახურულ სივრცეში, ამის უკან, პირველ ყოვლისა, სამედიცინო დაწესებულებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი დგას, ასევე აფთიაქები. ვფიქრობთ, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის პანდემიის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია. ეს შეზღუდვები, რაც შეიძლება დიდხანს უნდა იყოს შენარჩუნებული. სასურველი იქნება, თუ ჩვენ პანდემიის ბოლომდე ამ შეზღუდვებს დავტოვებთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსახლეობამ გაითვალისწინოს, რომ მაღალი რისკის ადგილებიდან სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დარჩა, სადაც აუცილებლად ნიღბით უნდა ვიყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მოთხოვნა არ გვაქვს, ძალიან კარგი იქნება, თუ მოსახლეობა დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარებას გააგრძელებს. ჯერ ცოტათი ნაადრევია პანდემიის დასრულებაზე საუბარი”,- აცხადებს ჩხაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები