ბექა დავითულიანი: უგულავას ურჩევნია, საკუთარ თავს მიხედოს, ზედმეტებში გადადის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

დავითულიანის შეფასებით, უგულავა “ზედმეტებში გადადის”.

„საქართველოში ყველა პატიმარი დაცულია, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება იქნება დაცული, რაზეც პასუხს აგებს პენიტენციური სისტემა. სისტემა, რომელიც ამაზე პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, არც მოსურნეა და არც დაუშვებს, რომ პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნას. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ეს სცენარი უკვე ერთხელ ვნახეთ, გავიარეთ და პასუხი იგივეა, რაღაც დრამატურგიის განხორციელება პასუხისმგებლობისგან ვერავის იხსნის, მისი ჯანმრთელობა დაცული იქნება. რაც შეეხება გიგი უგულავას ლანძღვა-გინებას, წყევლა-კრულვას ეთერებიდან, ურჩევნია, დუჟი მოიწმინდოს და საკუთარ თავს მიხედოს. ძალიან ზედმეტებში გადადის და მისი განცხადებები შეურაცხმყოფელია“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, უგულავამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა: “პირდაპირ ვამბობ, მე არ მიყვარს მიკიბვ-მოკიბვა, სააკაშვილს ციხიდან გამოიტანენ მკვდარს და ყველა, ვინც არის პასუხისმგებელი, სულ რომ ბოლო წუთი იყოს, მე თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები