ბექა დავითულიანი: ასოცირების ფარგლებში, ჩვენ ცალსახად და მუდმივად ვიყავით ლიდერი ქვეყანა ყველა ვალდებულების შესრულების კუთხით, დღეს ჯერი ევროკავშირზეა

ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ასოცირების ფარგლებში განხორციელებული ყველა რეფორმა იყოს სწორად შეფასებული, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს და ამბობს, რომ საქართველო რეგიონში ყოველთვის ლიდერი იყო ასოცირების ფარგლებში ვალდებულებების შესრულების კუთხით.

„ჩვენ უკვე შევავსეთ კითხვარი და გადავეცით ევროკავშირის წარმომადგენლობას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ასოცირების ფარგლებში განხორციელებული ყველა რეფორმა იყოს სწორად შეფასებული, ვინაიდან ასოცირების ფარგლებში ჩვენ ცალსახად და მუდმივად ვიყავით ლიდერი ქვეყანა ყველა ვალდებულების შესრულების კუთხით. დღეს ჯერი არის ევროკავშირზე და მე იმედი მაქვს, რომ იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი საქართველოს 11 აპრილს გადაეცა. 2 მაისს კი ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები