ლარი გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. 4 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 3.0331 ლარი ეღირება, ევრო – 3.1869 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7950 ლარი.

დღევანდელი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0590 ლარი ღირდა, ევრო – 3.2190 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8439 ლარი.

განახლებული კურსი ხვალიდან ამოქმედდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები