ივანე ჩხაიძე: შეზღუდვების გარკვეულწილად შემსუბუქება ლოგიკური გადაწყვეტილებაა – ვაქცინაციის თვალსაზრისით, მეტი აქტიურობაა საჭირო

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გარკვეულწილად შემსუბუქება ლოგიკური გადაწყვეტილებაა.

ჩხაიძე ვაქცინაციის კუთხით აქტიურობის საჭიროებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

„შეზღუდვებისა და აკრძალვების გარკვეულწილად შემსუბუქება ლოგიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ იმ რისკების გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება, კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენას უკავშირდებოდეს, ის მინიმალური შეზღუდვა, რომელიც ახლა ქვეყანაშია, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ვგულისხმობ სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულებას. ჯერჯერობით, საუბარი იმაზე, რომ მსოფლიოსა თუ საქართველოში პანდემია უახლოეს დღეებსა თუ კვირებში დასრულდება, ძალიან ნაადრევია. მეტი აქტიურობაა საჭირო ვაქცინაციის თვალსაზრისით“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები