ფინანსთა მინისტრი: ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია „ბორჯომმა“ საქმიანობა და პროდუქციის წარმოება გააგრძელოს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია „ბორჯომმა“ პროდუქციის წარმოება გააგრძელოს.

“ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია „ბორჯომმა“ საქმიანობა და პროდუქციის წარმოება გააგრძელოს. ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ კომპანიაში დასაქმებული პირდაპირ თუ არაპირდაპირ, სხვადასხვა კომპანიის გავლით და, შესაბამისად, ეს პროცესი მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ამ გადაწყვეტილებებზე ბუნებრივია, ახლა ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება, ეს ინფორმაციაც საჯარო გახდეს“, – განაცხადა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, 29 აპრილს “IDS ბორჯომი საქართველოს” განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, კომპანია იძულებულია, დროებით შეაჩეროს წარმოების პროცესი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია. ცნობისთვის, “ბორჯომის” საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან Alfa Group-ი ფლობს, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები