პირბადის ტარება სავალდებულო მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება

დღეიდან, პირბადეების გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება სავალდებულო. ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“დღეიდან პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე რომ, დღეიდან, 2 მაისიდან სხვა ყველა დანარჩენი რეგულაცია მოიხსნება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში სტაბილური ეპიდვითარებაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები