წითელი ჯვარი: მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი მიმდინარეობს.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ადასტურებს, რომ გაერო-სთან და კონფლიქტის მონაწილე მხარეებთან კოორდინირებული მუშაობით მიმდინარეობს უსაფრთხო გაყვანის ოპერაცია. მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილმა კოლონამ გაიარა დაახლოებით 230 კმ და მიაღწია მარიუპოლის ქარხანას შაბათს დილით. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დაჟინებით მოითხოვს, რომ დეტალების გავრცელება არ შეიძლება იქამდე, ვიდრე სიტუაცია არ მოგვცემს ამის შესაძლებლობას, რადგან ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის და კოლონის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია წითელი ჯვრის განცხადებაში.