მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 14.4 პროცენტი იყო.

მიმდინარე წლის განმავლობაში, თვეების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა ასე ნაწილდებოდა:

იანვარი – 18%;
თებერვალი – 14.6%;
მარტი – 10.6%.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ისეთ დარგებში, როგორიცაა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები