ვფიქრობ, ელჩის გაწვევას გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს, რომელიც ქართულ შიდა პოლიტიკასთან და ზოგ უკრაინელ ლიდერთან ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის კონტაქტებთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში არიან ოპოზიციონერი ლიდერები, დაახლოებული სააკაშვილთან, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.
“ეს არ არის ის, რის გამჟღავნებასაც ვისურვებდი, რადგან ვფიქრობ, დღეს ჩვენ გვჭირდება, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა რაც შეიძლება მჭიდრო იყოს. ყველაფერი, რაც რაიმე სახის განსხვავებას გამოხატავს, არის ხელსაყრელი რუსეთისთვის და არავისთვის სხვისთვის – ეს არის ის, რაც მე ვუთხარი უკრაინელ ლიდერებს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით. ამიტომ, ეს ის საკითხია, რომლის განხილვაც არ მიყვარს, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოში არიან ოპოზიციონერი ლიდერები, დაახლოებული სააკაშვილთან, რომელიც უკრაინაში იყო და იქ ჰყავს თავისი მეგობრები, და ის ცდილობს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაზე გავლენის მოხდენას, ვფიქრობ, შესაფერისი მომენტი ნამდვილად არ არის”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.