„უკრაინაში სასტიკი შეჭრა ნატო-სთვის ავლენს საჭიროებას, უზრუნველყოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა, როგორებიც არიან საქართველო და მოლდოვა – რომლებიც არ არიან ნატო-ს და ევროკავშირის წევრები”, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ღირებული პარტნიორია.
„უკრაინაში სასტიკი შეჭრა ნატო-სთვის ავლენს საჭიროებას, უზრუნველყოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა, როგორებიც არიან საქართველო და მოლდოვა – რომლებიც არ არიან ნატო-ს და ევროკავშირის წევრები. ეს ეხება როგორც პრაქტიკულ მხარდაჭერას, ისე, პოლიტიკურს. საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი და ასევე ახლო თანამშრომლობა აქვს ევროკავშირთან. ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა მეტი გავაკეთოთ, რომ უფრო ახლოს ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.