ნიკოლოზ სამხარაძე: ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში არსებული ქონება მანამ გაასხვისა, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ქონებას რუსეთში, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, მან ეს ქონება გაასხვისა, ამიტომ, მას შემდეგ მისი ქონების შესახებ ჩვენ არ გვსმენია, – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის შედეგებს.
მისი თქმით, საერთაშორისო გამჭვირვალობა ძალიან ხშირად დაუსაბუთებელ კვლევებს ამზადებს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად დაუსაბუთებელ და წყაროების მითითების გარეშე აკეთებს კვლევებს, რაც, ზოგადად, მეცნიერული თვალსაზრისით მიუღებელია.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ქონებას რუსეთში, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, მან ეს ქონება გაასხვისა, ამიტომ, მას შემდეგ მისი ქონების შესახებ ჩვენ არ გვსმენია,” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი რუსეთში, 2012-2019 წლებში საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ ათ რუსულ კომპანიას ფლობდა.