ლარი დოლარის მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან – გამყარდა
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის განახლებული კურსის თანახმად, ხვალ, 28 აპრილს ერთი ამერიკული დოლარი 3.0517 ლარი ეღირება, ევრო – 3.2366 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8400 ლარი.
დღევანდელი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0368 ლარი ღირდა, ევრო – 3.2473 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8637 ლარი. განახლებული კურსი ხვალიდან ამოქმედდება.