შსს-ს ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში, კედლებზე კატებს ხატავდა და ამოუცნობ წარწერებს აკეთებდა

იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში, კედლებზე კატებს ხატავდა და ამოუცნობ წარწერებს აკეთებდა.  ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

„გიდასტურებთ, პირი იდენტიფიცირებულია. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა. დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება. საქმე რეაგირებისთვის გადაეცემა შესაბამის სამსახურს. ასევე იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანი პირი, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ წარწერებს საღებავით ღებავდა“, – განუცხადეს “კვირას” შს სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები