მტრის მიერ ბლოკირებული მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის სარდაფებიდან აზოვის პოლკმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა.
როგორც ჩანაწერიდან ირკვევა ვიდეო გადაღებულია 21 აპრილს. სარდაფში ძირითადად ქალები და ბავშვები არიან – ჩვილები და 14 წლამდე მოზარდები. ისინი დაახლოებით ორი თვეა ამ სარდაფში იმყოფებიან და არ აქვთ საშუალება სუფთა ჰაერზე გავიდნენ.
ბავშვები მადლობას უხდიან სამხედროებს მხარდაჭერისთვის და საკვებისთვის. ისინი ამბობენ, რომ უნდათ მზის დანახვა და ახლობლებთან ჩახუტება.
„აზოვსტალის“ მიწისქვეშეთის მოსახლეობა უსაფრთხო ჰუმანიტარულ დერეფანს ითხოვენ, რომ უსაფრთხოდ დატოვონ ოკუპირებული ტერიტორია. ქალები აღნიშნავენ, რომ ძალიან ღელავენ საკუთარი შვილების ჯანმრთელობაზე და მენტალურ მდგომარეობაზე.