უკრაინამ კრეისერი „მოსკოვი“ წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა

უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ჩაძირული სარაკეტო კრეისერის, „მოსკოვის“ ნამსხვრევები უკრაინის წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტად აღიარა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩაძირული კრეისერი უკრაინის წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის რეესტრში 2064 ნომრით შევიდა.

„იუნესკოს კონვენციის თანახმად, ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, შავი ზღვის ფსკერზე ადამიანის საქმიანობის ყველა კვალი უკრაინის საკუთრებაა“, – აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, 15 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კრეისერი „მოსკოვი“ შტორმის დროს, ბუქსირებისას ჩაიძირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები