ბავშვებში სეზონური ვირუსები გააქტიურდა – ციციშვილში დიაგნოზით 11 მოზარდი მკურნალობს
ბავშვებში სეზონური ვირუსი გააქტიურდა. სპეციალისტები, ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მშობლებს შვილის ჰოსპიტალიზაციისკენ მოუწოდებენ.
პედიატრების განმარტებით, ვირუსის ძირითადი სიმპტომები ხველა და სუნთქვის უკმარისობაა, თუმცა, ასევე დამახასიათებელია ბრონქების ანთებაც.
ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის ექიმების განცხადებით, ვირუსი განსაკუთრებით მძიმედ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ვითარდება.
კლინიკაში სეზონური ვირუსის დიაგნოზით ამ დროისთვის 11 მოზარდი მკურნალობს.