სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი აღევლინება
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ამ წუთებში გარდამოხსნის ტრადიციული წესი სრულდება, რომელსაც საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
წესის აღსრულებას სამების საკათედრო ტაძარში არ ესწრება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.
ქრისტიანული ეკლესია დღეს დიდ პარასკევს, ანუ წითელ პარასკევს აღნიშნავს. ის ყველაზე მძიმე დღეა რელიგიურ კალენდარში.