კონგრესმენი დევიდ სისილინი: მზად ვართ, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად მუშაობა განვაგრძოთ
ოპოზიციის ლიდერებმა გაგვიზიარეს სერიოზული წუხილები სასამართლოს შესახებ, დემოკრატიის ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რაც ქართველ ხალხთან ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილია, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, დევიდ სისილინიმ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო.
“ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, ვფიქრობ, ოპოზიციის ლიდერებმა გაგვიზიარეს სერიოზული წუხილები სასამართლოს შესახებ, დემოკრატიის ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რაც ქართველ ხალხთან ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მუშაობა გაგრძელდეს, რათა დემოკრატიის ეს ინსტიტუტები გაძლიერდეს და რეფორმები, რომლებზეც მათ ისაუბრეს, ყურადღებით იყოს განხილული. ჩვენ ველით მუშაობის გაგრძელებას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად,” – განაცხადა დევიდ სისილინმა.