ირაკლი კობახიძე: ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით; ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით ახალი შესაძლებლობებიც შეიძლება გაჩნდეს
ჩვენი პარტიული გამოწვევაა ძლიერი გუნდისა და გუნდური სულისკვეთების შენარჩუნებაა. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ლიდერების რგოლი, არამედ აქ იგულისხმება ნებისმიერი რგოლი, რომელთანაც დაკავშირებულია პარტიის საქმიანობა. ეს არის საპარლამენტო უმრავლესობა, სამთავრობო გუნდი, ადგილობრივ ხელისუფლებებში ჩვენი წარმომადგენლობა. ამ გუნდის კონსოლიდაცია არის ერთ-ერთი გამოწვეევა , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„რაც შეეხება ქვეყნის განვითარების კუთხით ჩვენს მთავარ გამოწვევებს. ერთი, ეს არის სიღარიბის დაძლევა, კეთილდღეობის ხარისხის თვისებრივად ამაღლება და ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ვფიქრობთ, რომ მიმართულება სწორია. მთავარია, რომ სწორი ტენდენციით გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება და სწორად ვიმუშაოთ შემდეგი წლების განმავლობაში. ასევე, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით. ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით ახალი შესაძლებლობებიც შეიძლება გაჩნდეს ამ გლობალური ტენდენციების ფონზე და ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.