ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.
კერძოდ კი, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, მოსახლეობის 64% არცერთს პარტიას ასახელებს, ან არ იცის/არ აქვს კითხვაზე პასუხი.
გამოკითხულთა 22 პროცენტი აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას პარტია „ქართული ოცნება“.
7 პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს. 6 პროცენტი აღნიშნავს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არის სხვა პარტიები.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. რაც შეეხება ფოკუსჯგუფებს, ონლაინ-დისკუსიები თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა მარნეულში ჩატარდა. თითოეულ ქალაქში ორი ჯგუფი გამოჰკითხეს.