დავით სერგეენკო – Freedom House-ის ანგარიშზე: დინამიკა ბოლო წლების პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების ერთგვარმა დინამიკურობამ განაპირობა

პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს შეფასებით, Freedom House-ის ანგარიში რამდენიმე კომპონენტისგან შედგება.

„Freedom House-ის ანგარიში რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და დინამიკა განსხვავებული იყო, ზოგან იყო ქულის შემცირება, ზოგან კი შენარჩუნება. ჩემი აზრით, ეს დინამიკა განაპირობა ბოლო წლების პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების ერთგვარმა დინამიკურობამ. მე ვგულისხმობ ხშირ საპროტესტო აქციებს, როდესაც ძალიან რთულია ჩვეულებრივი რიტმისა და ჩვეულებრივი რეაგირების შენარჩუნება“, – აცხადებს სერგეენკო.

ცნობისთვის, Freedom House-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“ (Nations in Transit), რომელიც 29 ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობას აფასებს. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაქსიმალური 100-დან 35 ქულა აქვს მინიჭებული და ის შეფასებულია, როგორც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმი. წინა წელთან შედარებით, საქართველოს შეფასება ერთი ქულით არის შემცირებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები