მიხეილ სარჯველაძე: „ნაცმოძრაობა“ და მისი ლიდერი რეალურად არსებული მდგომარეობის სწორ აღქმას მოწყვეტილები არიან

მთელი ტრაგიზმი ამ განცხადებებისა და ვითარებისა ისაა, რომ აშკარაა, მთლიანად „ნაცმოძრაობა“, მისი ლიდერი, რომელიც პატიმარია, მოწყვეტილები არიან რეალურად არსებული მდგომარეობის სწორ აღქმას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა არჩევნებისა, არ არსებობს მეთოდი, რომლითაც შეიძლება, ხელისუფლების ცვლილება გავამართლოთ.

“რა ცვლილებებსაც ბატონი სააკაშვილი გულისხმობდა, ამ ცვლილებების დრო არც ახლაა და არც მომავალში იქნება. გარდა არჩევნებისა, არ არსებობს მეთოდი, რომლითაც შეიძლება, გავამართლოთ ხელისუფლების ცვლილება… ის არ შეეგუება მის მდგომარეობას, ექნება მაღალ ამბიციური სურვილები. მთელი ტრაგიზმი ამ განცხადებებისა და ვითარებისა ისაა, რომ აშკარაა, მთლიანად „ნაცმოძრაობა“, მისი ლიდერი, რომელიც პატიმარია, მოწყვეტილები არიან რეალურად არსებული მდგომარეობის სწორ აღქმას. მათი დღის წესრიგი და ზრახვები იქნება კვლავ იგივე. რამენაირად სადღაც ცეცხლი დაანთონ, სადღაც რაღაც გააფუჭონ”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები