შალვა პაპუაშვილი: ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გავაორმაგეთ ეკონომიკა და ბიუჯეტი, შევათანხმეთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე

დღეს “ქართული ოცნების” დაარსებიდან 10 წელი შესრულდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

“ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქვეყანა გადავიყვანეთ საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე, გავაორმაგეთ ეკონომიკა და ბიუჯეტი, შევამცირეთ სიღარიბე 30%-დან 19,5%-მდე. 350 000 მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, შევქმენით საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, შევქმენით საყოველთაო დაგროვებითი პენსიის სისტემა, შევათანხმეთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე, ნატო-მ საქართველო ყველაზე თავსებად პარტნიორად აღიარა და “გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის” სტატუსი მიანიჭა”, – წერს შალვა პაპუაშვილი “ფეისბუქზე”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები