უკრაინა გაიმარჯვებს, თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენთან ერთად, გვერდიგვერდ ვდგავართ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინაში ვიზიტის დასრულების შემდეგ „ტვიტერზე“ წერს.
როგორც მიშელმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ სრული ნდობა, რწმენა და აღფრთოვანება აქვს.
„შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან კიევში. სრული ნდობა, რწმენა და აღფრთოვანება მაქვს პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ. უკრაინა გაიმარჯვებს, თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენთან ერთად, გვერდიგვერდ ვდგავართ“, – წერს შარლ მიშელი.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში დღეს დილით ჩავიდა. შარლ მიშელი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ევროსაბჭოს პრეზიდენტი იმყოფებოდა ბოროდიანკაშიც, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.