ზელენსკი აცხადებს, რომ ალყაში მოქცეულ მარიუპოლში დაახლოებით, 120 000 ადამიანი რჩება

ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში დაახლოებით 120 000 ადამიანი რჩება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დანაშაულები, რომლებიც მარიუპოლში ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში.

„დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შეგვიძლია ყველა პასუხისმგებელი პასუხისგებაში მივცეთ და გპირდებით, რომ მათ ყველას ვიპოვით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

CNN-ის ცნობით, მიშელმა და ზელენსკიმ ორი საათის განმავლობაში ისაუბრეს. მათ განიხილეს სანქციები, იარაღი, უკრაინის წევრობა ევროკავშირში და ფინანსური მხარდაჭერა, რაც უკრაინას „ნამდვილად სჭირდება“.

ზელენსკიმ შეაქო ევროკავშირი სანქციების ხუთი პაკეტისთვის, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს არ არის საკმარისი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები