ვლადიმერ პუტინი – ახალი ბალისტიკური რაკეტა ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენ ქვეყანას დაემუქროს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „სარმატის“ ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა სამხედროებს „სარმატის“ წარმატებული გამოცდა მიულოცა.

„ეს მართლაც უნიკალური იარაღი გააძლიერებს ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს, საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან და ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენ ქვეყანას დაემუქროს“, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები