ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ვერ განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერის, პეტრ ანდრიუშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მარიუპოლის მერის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია დაბომბეს.
„გუშინ რუსებმა გამოაცხადეს სიჩუმის რეჟიმი, რათა უზრუნველყოფილიყო მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა „აზოვსტალის“ თავშესაფრებიდან. პარალელურად, შემოიყვანეს არტილერია და დაიწყო „აზოვსტალის“ ზონის დაბომბვა. ასეთ პირობებში ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია“, – აცხადებს ანდრიუშენკო.