უკრაინის უსაფრთხოებამ ხარკოვის რეგიონში აღმოაჩინა საიდუმლო საწყობი, რომელშიც 200 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა ინახებოდა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხარკოვის რეგიონში აღმოაჩინა საიდუმლო საწყობი, რომელშიც 200 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა ინახებოდა.
აღნიშნული ტექნიკა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა. უსაფრთხოების სამსახურმა ჩხრეკისას ამოიღო 60 სატანკო ძრავა და ჯავშანტექნიკის დიდი რაოდენობით სათადარიგო ნაწილები და კომპონენტები, ასევე, 26 მართვადი რაკეტა.
“წინასწარი მონაცემებით, იქ არსებული ნაწილები განკუთვნილი იყო რუსეთის ფედერაციის დაზიანებული ტექნიკისთვის, რომლის შეკეთებას მტერი აპირებდა შეტევის დროს”, – ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, დანაშაულში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან და მიმდინარეობს ღონისძიებები მათ დასაკავებლად.