ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში დღეს დილით ჩავიდა. ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, დაგეგმილია ერთობლივი ბრიფინგი.
მიშელი უკვე იმყოფებოდა ბოროდიანკაშიც, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.