მარია ზახაროვა: უკრაინაში ქართულ ლეგიონს ბრიტანელი სპეციალისტები წვრთნიდნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინაში ქართული ლეგიონის მებრძოლებს ბრიტანელი სპეციალისტები წვრთნიდნენ.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე თქვა.
„ღია წყაროებიდან გახდა ცნობილი, რომ ბრიტანელი სამხედრო სპეციალისტები წვრთნიდნენ, მათ შორის, იმ ქართულ ლეგიონსაც. ასე ჰქვია უკრაინის შეიარაღებული ძალების ბატალიონს, რომელიც, ძირითადად, ეთნიკური ქართველებისგან შედგება და რომელთა წევრები უკრაინის მოქალაქეები არ არიან. 21 თებერვალს ტელეკომპანია Euronews-მა ამ ლეგიონის სწავლების კადრები გაავრცელა“, – განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ბრიტანელი სამხედრო სპეციალისტები უკრაინაში, სულ მცირე, 12 თებერვლამდე დარჩნენ. ხოლო 15 აპრილს The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო ინსტრუქტორები და გაერთიანებული სამეფოს სპეციალური სადესანტო სამსახურები უკრაინაში დაბრუნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები