პუტინი: არ გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ რუსეთის მიმართ ევროპის პოზიცია შეიცვლება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ რუსეთთან მიმართებით ევროპის პოზიცია შეიცვლება, რაც განვითარების პროგრამებშია გასათვალისწინებელი.

ამის შესახებ მან მეტალურგიული კომპლექსის განვითარების შესახებ სხდომაზე განაცხადა.

„უკვე ვამბობ, რომ არ არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ჩვენი პარტნიორების ქცევა ფუნდამენტურად შეიცვლება და ეს უნდა გვახსოვდეს, როდესაც ვახორციელებთ მეტალურგიის განვითარების საკუთარ სტრატეგიას როგორც კორპორატიულ, ასევე, სახელმწიფო დონეზე”, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, აუცილებელია ცვლილებების შეტანა რუსული მეტალურგიული პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების სტრუქტურაში.

პუტინმა ასევე თქვა, რომ ევროპელმა ბიუროკრატებმა მეწარმეების ინტერესები უგულებელყვეს და ევროპაში ლითონის ფასები გაიზრდება, ისევე – როგორც ინფლაცია.

მისი თქმით, რუსი მეტალურგების მიმართ არამეგობრული ნაბიჯები პოლიტიკური ინტერესების გამო იქნა მიღებული და ამ საბაბით ხაზი გადაესვა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ კავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები