უკრაინის დასაცავად მებრძოლ ქართველ მეომრებს კიევში სამოქალაქო პანაშვიდით პატივი მიაგეს

კიევში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ მებრძოლი ქართველების: ზაზა ბიწაძის, არკადი კასრაძისა და ალიკა ცაავას ხსოვნას პატივი მიაგეს.

სამი ქართველი მეომრის სამოქალაქო პანაშვიდი ვოლოდიმირის ეკლესიაში გაიმართა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულ ქართველ მებრძოლებს ვარშავის გავლით საქართველოში გადმოასვენებენ. როგორც ცნობილია, სამხედროების სამშობლოში გადმოსვენების პროცესი უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში უკვე 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ესენი არიან: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები