რუსეთის კომუნისტური პარტია სსრკ-ის დროინდელი დროშის დაბრუნებას ითხოვს
რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატებმა, პარტიის ლიდერ გენადი ზიუგანოვის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო დუმას კანონპროექტი წარუდგინეს, რომელშიც ქვეყნის ამჟამინდელი დროშის საბჭოთა კავშირის დროინდელი სიმბოლოთი ჩანაცვლება მოითხოვეს.
ასევე, დეპუტატები გამოდიან ინიციატივით, “სახელმწიფო დროშის შესახებ” კანონში ჩაიწეროს, რომ დროშა არის “სახელმწიფო სუვერენიტეტის, მშრომელთა, დასაქმებულთა, გლეხთა და ინტელიგენციის გაერთიანების, ქვეყნის ყველა ერისა და ეროვნების მეგობრობისა და ძმობის სიმბოლო”.
ინიციატივის ავტორების აზრით, აუცილებელია პეტრე პირველისდროინდელი ტრადიციული რუსული დროშის შეფერილობის შენარჩუნება.