სასამართლომ პენიტენციური სამსახურის დირექტორს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რეაგირება დაავალა

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა, მესამე პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რეაგირება დაავალა.

“სასამართლო ავალდებულებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სათანადო, ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა”, – განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლის განმარტებით, პენიტენციური სამსახურის ვალდებულებაა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოება, სასამართლო კი აღნიშნულზე დამატებით ინფორმაციას მოითხოვს უწყებისგან, თუ რა ღონისძიებებს გაატარებენ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა სასამართლოში ექიმების მოსმენისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მათი შეშვების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები