გერმანული კომპანია – Henkel რუსეთში საქმიანობას წყვეტს

ქიმიური და სამომხმარებლო საქონლის მთავარი მწარმოებელი გერმანული კომპანია – Henkel რუსეთში საქმიანობას წყვეტს, – ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ გაავრცელა.

მათივე თქმით, უკრაინაში ომის გამო, Henkel-მა რუსეთში საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

“Henkel გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობას. უკრაინელი კოლეგების მხარდაჭერა ჩვენი პრიორიტეტია.ჩვენ უკრაინის მოსახლეობას აქტიურად ვეხმარებით, როგორც ფინანსურად, ასევე საკვებითა და მატერიალური შემოწირულებებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, Henkel ერთ-ერთი ყველაზე დიდი გერმანული კომპანიაა.
კომპანია სამი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს, ესენია: სარეცხი პროდუქტები, საოჯახო ქიმია და სახლის მოვლის საშუალებები, კოსმეტიკური საშუალებები და სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები