თურქეთში, ქალაქ ბურსაში ავტობუსის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 9 კი მძიმედ დაშავდა

თურქეთში, ქალაქ ბურსაში ავტობუსის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 9 მძიმედ დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქების დროს ავტობუსში ადგილობრივი წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

მათივე ცნობით, დაშავებულები მიმდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები