Toshiba რუსეთში ინვესტიციებს, ასევე, შეკვეთების მიღებას წყვეტს

FILE PHOTO: The logo of Toshiba Corp is seen as window cleaners work on the company's headquarters in Tokyo, Japan, February 14, 2017. REUTERS/Toru Hanai/File Photo

ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის სფეროში მომუშავე იაპონური კორპორაცია – Toshiba რუსეთში ინვესტიციებს, ასევე, შეკვეთების მიღებას წყვეტს.

ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

„შეშფოთებულები ვართ უკრაინაში შექმნილი ვითარებით და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ამ კონფლიქტის მსხვერპლთა მიმართ. Toshiba Group-მა რუსეთში ინვესტიციებს და შეკვეთების მიღებას ვწყვეტთ. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და დიდი იმედი გვაქვს, რომ კონფლიქტი მალე დასრულდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, კომპანია, უკრაინელების მხარდასაჭერად, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს და არაკომერციულ ორგანიზაციას Japan Platform-ს 100 მილიონ იენს (778,000 დოლარზე მეტი) გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები