პოდოლიაკი: მსოფლიო ბავშვების მკვლელობას ინტერნეტით უყურებს და დუმს
რუსეთი „აზოვსტალის“ დაბომბვას მძლავრი, ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით აგრძელებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მეთაურის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, მსოფლიო ინტერნეტით ბავშვების მკვლელობას უყურებს და დუმს.
„ომის 55-ე დღე. რუსეთი „აზოვსტალის“ დაბომბვას მძლავრი, ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით აგრძელებს. მსოფლიო ინტერნეტით ბავშვების მკვლელობას უყურებს და დუმს. რელიგიურ და მსოფლიო ლიდერებს, ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებით, შეუძლიათ, ეს შეაჩერონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლი მათ ხელებზეც იქნება”, – წერს პოდოლიაკი.
ცნობისთვის, „აზოვსტალის“ ქარხანას, რომელსაც რუსი ოკუპანტები ბომბავენ, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები და ბავშვები აფარებენ თავს.