პენტაგონი: უკრაინამ ფლოტის გასაზრდელად დამატებითი გამანადგურებელი თვითმფრინავები და მისი ნაწილები მიიღო

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინამ მოკავშირე ქვეყნებისგან, მათ შორის აშშ-სგან დამატებითი გამანადგურებელი თვითმფრინავები და თვითმფრინავის ნაწილები მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„მე უბრალოდ ვიტყვი, რომ იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა გადასცეს სხვა მოკავშირე ქვეყნებმა, უკრაინამ საჰაერო თავდაცვის გაზრდისთვის დამატებით თვითმფრინავები და თვითმფრინავების ნაწილები მიიღო. ამით დავასრულებ, მეტს არაფერს ვიტყვი“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას CNN-მა განაცხადა, რომ 800 მილიონი დოლარის ღირებულების უსაფრთხოების დახმარებამ უკრაინაში „ჩასვლა დაიწყო“, მათ შორის ის მოიცავს ისეთ მძიმე ტექნიკას, როგორიცაა 11 Mi-17 ვერტმფრენი, 18 155 მმ-იანი [Howitzer] ქვემეხი და კიდევ 300 დრონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები