ზელენსკი: ამ ომში, რუსული არმია სამუდამოდ შევა ისტორიაში, როგორც ყველაზე ბარბაროსული არმია

ამ ომში, რუსული არმია სამუდამოდ შევა ისტორიაში, როგორც მსოფლიოში ყველაზე ბარბაროსული და არაადამიანური არმია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა რუსული არმიის ხელწერაა.

„მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული მკვლელობა, საცხოვრებელი უბნების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და ყველა სახის იარაღის გამოყენება, მათ შორის საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული იარაღის – ეს უკვე რუსული არმიის ხელწერაა. ეს ისეთი საძაგლობაა, რაც რუსეთის სახელმწიფოს თაობების განმავლობაში დაასახელებს, როგორც აბსოლუტური ბოროტების წყაროს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები