რუსლან სტეფანჩუკი – მოვუწოდებ მსოფლიოს, გადაარჩინოს ბავშვები და მოაწყოს „მწვანე დერეფნები“

მოვუწოდებ მთელს მსოფლიოს, გადაარჩინოს ბავშვები და „მწვანე დერეფნები“ მოაწყოს, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში წერს და „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი ბავშვების შესახებ ვიდეოს ავრცელებს.

„თვეების განმავლობაში ვერ ხედავენ მზეს, არ აქვთ საკმარისი საკვები და ვიტამინები, გრძნობენ, რომ მძიმე ბომბები ჩამოვარდა. ეს ყველაფერი ემართებათ ბავშვებს, რომლებიც რუს ოკუპანტებს, „აზოვსტალის“ ქარხნის თავშესაფრებში ემალებიან. ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი! ჯოჯოხეთი, რომელსაც არცერთი მათგანი არ იმსახურებდა! მოვუწოდებ მთელს მსოფლიოს, გადაარჩინოს ბავშვები და „მწვანე დერეფნები“ მოაწყოს, – წერს სტეფანჩუკი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები