ლინას ლინკევიჩიუსი – დადგა დრო, განხილული იქნეს უსაფრთხოების გარანტიები საქართველოსა და მოლდოვასთვის

უკრაინაში ოპერაციის შემდეგ, პუტინი შესაძლოა, საქართველოს ან მოლდოვის „გათავისუფლების“ ცდუნებას აჰყვეს, – ამის შესახებ ლიტვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, დადგა დრო, რომ განხილული იქნას უსაფრთხოების გარანტიები საქართველოსა და მოლდოვასთვის.

„უკრაინაში ოპერაციის შემდეგ, რომელიც „ზუსტად გეგმის მიხედვით“ წარიმართა, პუტინი შესაძლოა, საქართველოს ან მოლდოვის „გათავისუფლების“ ცდუნებას აჰყვეს. დადგა დრო განხილული იქნეს უსაფრთხოების გარანტიები ამ ქვეყნებისთვის ახლავე და არა მაშინ, როდესაც შეჭრა მოხდება. ისინი თავს დაუცველად გრძნობენ, გაურკვევლობაში არიან და მართლებიც არიან“, – წერს ლინკევიჩიუსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები