აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინაში მეტი არტილერიის გაგზავნას აპირებს.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, პორტსმუთში, ნიუ-ჰემფშირში ჩასვლისას, ბაიდენს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა იგი, უკრაინისთვის მეტი არტილერიის მიწოდებას, რაზეც მან უპასუხა, „დიახ“.
შაბათ-კვირას CNN-მა განაცხადა, რომ 800 მილიონი დოლარის ღირებულების უსაფრთხოების დახმარებამ უკრაინაში „ჩასვლა დაიწყო“, მათ შორის ის მოიცავს ისეთ მძიმე ტექნიკას, როგორიცაა 11 Mi-17 ვერტმფრენი, 18 155 მმ-იანი [Howitzer] ქვემეხი და კიდევ 300 დრონი.