რუსეთის თავდასხმისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, უკრაინას შეუძლია, გერმანული წარმოების იარაღი შეიძინოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საერთაშორისო პარტნიორების, ნატო-სა და ევროკავშირის მეთაურებთან ონლაინ საუბრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მიზნით გერმანია უკრაინას დამატებით ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
„ჩვენ ვთხოვეთ გერმანიის სამხედრო ინდუსტრიას, ეთქვათ, რა მასალის მიწოდება შეუძლიათ მათ უახლოეს მომავალში. უკრაინას ვაძლევთ მათი შესყიდვისთვის საჭირო ფულს. ეს მოიცავს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საზენიტო მოწყობილობებს, საბრძოლო მასალას და იმას, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას საარტილერიო ბრძოლისათვის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.