უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსული ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ სანქციებს მხარს არ დაუჭერენ
უნგრეთი მხარს არ დაუჭერს სანქციებს რუსული ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიჯარტომ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსული გაზის მიწოდება უნგრეთში ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
„ჩვენ არ შეგვიძლია, უნგრელი ხალხი ვაიძულოთ, გადაიხადონ ამ ომის ფასი. ამიტომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე სანქციებს მხარს არ ვუჭერთ“, – განაცხადა პეტერ სიჯარტომ.