დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას დაასრულებს.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ჯონსონმა ბრიტანეთის პარლამენტს განუცხადა, ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტები გრძელვადიანი უნდა იყოს, რადგან დიდი ბრიტანეთი ხვდება რუსეთის აგრესიის ეკონომიკურ ბიძგებს.
მისივე თქმით, მთავრობის მხარდაჭერა გაჭირვებული ოჯახებისთვის ხელს შეუწყობს „პუტინის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტას და გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგო იაფი იქნება“.
ბორის ჯონსონი პირობას დებს, რომ ბრიტანეთის ენერგეტიკა უფრო მწვანე, უფრო ხელმისაწვდომი გახდება, უფრო უსაფრთხო გახდება ქარის ენერგიის გაფართოებით, ახალი ბირთვული რეაქტორების აშენებით და მოკავშირეებთან შეერთებით, რათა „დასაჯონ პუტინის აგრესია“.