არ ვიცი, რისი დამტკიცება სურთ მსოფლიოსთვის. ალბათ, თავისი ბარბაროსული ცივილიზაციის, რომლის იზოლირებაც აუცილებელია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ფაზაში გაანადგურებენ რუსული არმიის წარმომადგენლებს.
„დღეს რუსულმა მხარემ გამოაცხადა სპეცოპერაციის მეორე ეტაპის დაწყება. მათ მოსწონთ რაღაც სიმბოლოების მოფიქრება, რომ ნაცისტებს დაემსგავსონ. ეს არის ნაცისტური იმპერიის სიმბოლიკა. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ფაზაში და რამდენი რუსული არმიის წარმომადგენელი განადგურდება, რომლებმაც არ იციან ბრძოლა, არამედ იციან მხოლოდ ადამიანების მოკვლა და ინფრასტრუქტურის განადგურება. არ ვიცი, რისი დამტკიცება სურთ მსოფლიოსთვის. ალბათ, თავისი ბარბაროსული ცივილიზაციის, რომლის იზოლირებაც აუცილებელია. კი ბატონო, ახლა წავლენ დონბასში, სადაც დაკარგავენ გარკვეული რაოდენობით ხალხს, რომლებიც ადამიანებადაც კი არ მიაჩნიათ. კარგი, ჩვენ მათ ამაში დავეხმარებით“, – განაცხადა პოდოლიაკმა.