კანადა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილებს სანქციებს უწესებს
კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის რეჟიმის 14 წარმომადგენელს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ორ ზრდასრულ ქალიშვილს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესდებათ.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
მიმდინარე თვის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინის ქალიშვილების – კატერინა ვლადიმეროვნა ტიხონოვასა და მარია ვლადიმეროვნა ვორონცოვას წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განაცხადეს. აღნიშნული სახელმწიფოების თქმით, პუტინის ქალიშვილები მამის სიმდიდრეს მალავდნენ.